პროექტის სახელი: ეკოლოგიური კვალი- ნაგვის გზა
პროექტის მიზანი: სკოლაში ჩამოყალიბდება „ ეკოლოგიური ცენტრი“, სადაც წევრები შეისწავლიან თუ სად მიდის ნაგავი, რომელსაც ჩვენ ურნაში ვყრით. და რა სავალალო შედეგი მოყვება არასწორად გადაყრილ ნაგავს.
პროექტის სრული აღწერა: ქვეყანაში ნარჩენები სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს. დღემდე მოუწესრიგებელია მათი უსაფრთხო განთავსების, უტილიზაციისა და გაუვნებელყოფის პრობლემები. სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები. ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადის ყოველგვარი დახარისხების გარეშე და აქ მოხვედრილი სახიფათო და ტოქსიკური ნარჩენები გარემოს დაბინძურების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ნაგავსაყრელები არ არის შემოღობილი და დაცული, რის გამოც ადგილი აქვს ნაგავსაყრელზე პირუტყვის თავისუფლად გადაადგილებას. ნაგავსაყრელზე გამოკვებილი პირუტყვი კი დაავადების სერიოზული გამავრცელებელია.
მონაწილეთა ასაკი: 12-14 წელი.
ვადები: 6 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის შესწავლა, დამხმარე ლიტერატურის მოძიება, მოსახლეობის გამოკითხვა, ინფორმაციის მოძიება ისტის საშუალებით, მოძიებული ფოტომასალის გამოფენა, პრეზენტაცია, შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეების მიერ შეიქმნება მასალები, რომლებიც ასახავს თუ როგორ იკვებებიან ქალაქის ნაგავსაყრელზე შინაური ცხოველები, გააანალიზებენ თუ რატომ არუჩნდებათ პროტესტის გრძნობა მოქალაქეებს, როცა მათ თვალწინ ბინძურდება ქალაქი. მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით გარემოს დაცვის ორგანიზაციებთან და მერიასთან ერთად შეიმუშავებენ ნაგვის გადარჩევის წესდებას. ქალაქში დაიდგმება ორი ფერის ურნები რომელზეც იქნება წარწერები: „ძალიან მავნე ნაგავი“ და „ ნაკლებად მავნე ნაგავი“ მოსახლეობას მოეთხოვოს ნაგვის გადარჩევა ისე რომ ძალიან სახიფათო ნაგავი (დაცლილი ელემენტები, შხამიანი ნივთიერების ცარიელი ჭურჭელი, სამედიცინო ლაბორატორიის ცარიელი ჭურჭელი და ა.შ. ) მოხვდეს შესაბამის ურნაში და ეს ურნები ცალკე ტრანსპორტით გატანილი იქნეს დასახლებული პუნქტიდან ძალიან შორს.
სარგებელი სხვებისთვის: საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო.
მოტივაციის გაზრდა სხვა მოსწავლეებში.
ინფორმაციის გავრცელება ფართო მასებისთვის,რათა დაინტერესდნენ ჯანსაღი გარემოს არსებობისთვის.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: urushadzenona@gmail.com
No comments:
Post a Comment