გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი : ნონა ურუშაძე

საგანი: გეოგრაფია

გაკვეთილის თემა: მსოფლიო ოკეანის ნაწილები : ზღვები, ყურეები, სრუტეები.

კლასი : VII

დრო: 45 წუთი

მოსწავლეთა პროფილი: 18; სსსმ არ მყავს.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიო ოკეანის ნაწილებს, შეძლებენ ოკეანეების მიხედვით დააჯგუფონ ზღვები, სრუტეები და ყურეები, განასხვავებენ ერთმანეთისგან განაპირა და შიდა ზღვებს, გაიაზრებენ ჰიდროსფეროს ცნებას, იმსჯელებენ მის შესახებ . დაძებნიან ოკეანეებს და მის ნაწილებს. იმუშავებენ მსოფლიოს ფიზიკურ და კონტურულ რუკებზე.

მოსალოდნელი შედეგები:
1.      მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას და მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას.
2.      მოსწავლეები შეძლებენ ოკეანის აუზის მიხედვით ზღვების, ყურეებისა და სრუტეების განსხვავებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

გეო.VII  2 .
·         მოსწავლეს შეუძლია სხვადსხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად .
·         თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის გეოგრაფიული ინფორმაციის გამოხატვას სხვა სახით ( მაგ. მსოფლიო რუკაზე მოძებნის მნიშვნელოვან ზღვებს, ყურეებს , სრუტეებს და აჯგუფებს ცხრილში კონტინენტების მიხედვით)

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ - ჩვევები:

·         მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციის მოძიებისა და ინტერპრეტაციის უნარი
·         კლასიფიცირების უნარი
·         ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარი
·         მოსწავლეს შეუძლია სხვადსხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად
·         მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ;

შეფასება და თვითშეფასება:

შეფასებას მოვახდენ განმავითარებელი და განმსაზრვრელი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც საკლასო ოთახში გამოკრული მექნება თვალსაჩინო ადგილას. მოსწავლეებს ასევე დაურიგდებათ თვითშეფასების კითხვარიც.

სასწავლო მასალა და რესურსები: VII კლასის გეოგრაფიის   სახელმძღვანელო . ავტორები: მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე. ნახევარსფეროების რუკა, წინასწარ მომზადებული ცხრილის ნუმუშები, სასკოლო ატლასი, ფლიფჩარტის ფურცლები, ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ.

#
აქტივობის აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო

აქტივნობა №1: გაკვეთილის თემის, მიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას,მიზნებს და შეფასების სქემებს.

აქტივობის აღწერა:მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობთ გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების სქემებს,  რომლებიც გამოკრული მექნება საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.

მინი ლექცია
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები
(3წთ)

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა №2 გონებრივი იერიში.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გააქტიურებენ წინარე ცოდნას, გაიგებენ სწორად შეასრულეს თუ არა საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა:
·         რას ეწოდება ოკეანე?
·         რას უდრის ოკეანის ფართობი? რომელია ყველაზე ღრმა ადგილი წყნარ ოკეანეში.( აჩვენე რუკაზე)
·         რას უდრის ატლანდიის ოკეანის ფართობი? რომელია ყველაზე ღრმა ადგილი ატლანდიის ოკეანეში? (აჩვენეთ რუკაზე)
·         რას უდრის სამხრეთ ოკეანეს ფართობი? რომელია ყველაზე ღრმა ადგილი სამხრეთ ოკეანეში? (აჩვენეთ რუკაზე)
·         რას უდრის ჩრდ. ყინ. ოკეანის ფართობი ? რომელია მისი ღრმა ადგილი ? ( აჩვენეთ რუკაზე)
·         რა განსხვავებაა ღრმულსა და ქვაბულს შორის?
·         რომელ ოკეანეში ხდება ხშირად მიწისძვრები, იფრქვევა ვულკანები და წარმოიქმნება ცუნამები?
·         რომელი მთათა სარტყელი წარმოიქმნება კონკრეტულ ოკეანეში?

კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მონიტორზე ვაჩვენებ ხმელეთისა და წყლის განაწილების სქემას.

გონებრივი იერიში
ინდივიდუალური
დაფა, ცარცი, რუკა
(10 წთ)

აქტივობა №3 ტექნიკური რესურსების გამოყენება.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ვიზუალური მეთოდებით ინფორმაციის უკეთ დამახსოვრება.

აქტივობის აღწერა: სლაიდშოუს გამოყენებით მოსწავლეებს ვიზუალურად ვუჩვენებ დედამიწაზე ხმელეთისა და წყლის გადანაწილებას.
დემონსტრირების მეთოდი
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია
(2 წთ)

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა №4 ჯგუფური მუშაობა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ რა მიეკუთნება მსოფლიო ოკეანის ნაწილებს.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად. ტექსტისა და ატლასის გამოყენებით ავსებენ სქემას. თან კონტურულ რუკაზე დაიტანენ აღნიშნულ ზღვებს, ყურეებს, სრუტეებს. თითოეულ ჯგუფს ევალება, შეავსოს სქემის მხოლოდ ერთი ნაწილი. მაგ:
·         პირველ ჯგუფს ევალება დააჯგუფონ ზღვები ოკეანეების აუზის მიხედვით , მიუთითონ განაპირა ზღვა არის , თუ შიდა. შეავსონ ცხრილი, დაიტანონ ზღვები კონტურულ რუკაზე.
·         მეორე ჯგუფს დავავალებ ოკეანეებისა და კონტინენტების მიხედვით დააჯგუფონ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ყურეები და დაიტანონ კონტურულ რუკაზე.
·         მესამე ჯგუფს დავავალებ მოძებნონ ატლასზე სრუტეები და დაადგინონ , რომელ ორ ზღვას , ორ ოკეანეს აერთიანებს და რომელ კონტინენტს გამოუოფს ერთმანეთისგან.

ანალიზის მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
ატლასი, სქემები, მსოფლიოს ფიზიკური რუკა.
(10 წთ)

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია.

აქტივობა №5 პრეზენაცია.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამყარებას.

აქტივობის აღწერა: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევრებს. პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას გაწეული სამუშაოს შესახებ.

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი





ჯგუფური მუშაობა



საკლასო სახელმძღვანელო;

დიდი ზომის ფურცლები;

ფერადი მარკერები;
ფერადი სამაგრეები;
(8 წთ)

აქტივობა №6 კროსვორდი.

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება.

აქტივობის აღწერა: დავურიგებ წინასწარ გამზადებულ კროსვორდს წყვილებში, მხოლოდ ის სიტყვები იქნება გამოყენებული , რომელიც მიმდინარე გაკვეთილზე დასჭირდათ.



(5 წთ)

აქტივობა №7 საშინაო დავალება.

აქტივობის მიზანი: ნასწავლი თემის პრაქტიკაში გამოყენება.

აქტივობის აღწერა:
1.  „შავი ზღვიდან იმოგზაურეთ ბალტიის ზღვამდე“ დაწერეთ , რომელი ზღვები , ყურეები და სრუტეებიც შეგვხვდებათ ამ მარშრუტის გავლისას.
2. წარმოიდგინე ,რომ გაიცანი ტურისტი . ის ცხოვრობს ქალაქში ,რომელიც ერთ-ერთი ფერადი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. შენ მისგან ინტევიუს აღება გადაწყვიტე. მოემზადე ინტერვიუსთვის . ჩამოწერე კითხვები, რომელთა საშუალებით გაიგებ მეტს ფერადი ზღვის შესახებ.
შეკითხვები ინტერვიუსთვის:

პრაქტიკული მეთოდი
საერთო საკლასო
კროსვორდი
(2 წთ)

აქტივობა №8 შეფასება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი რუბრიკების მიხედვით. მათ დაურიგდებათ აგრეთვე თვითშეფასების კითხვარებიც.


  1. მთელი კლასი

  1. შეფასების რუბრიკები

(5 წთ)

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  1. მოსწავლეებმა შეძლეს ოკეანეების მიხედვით ზღვების, ყურეებისა და სრუტეების დაჯგუფება. 
  2. განასხვავეს ერთმანეთისაგან განაპირა და შიდა ზღვები. 
  3. გაიაზრეს ცნება ,, ჰიდროსფერო’’ და იმსჯელეს მის შესახებ. 
  4. იმუშავეს კონტურულ და მსოფლიოს ფიზიკურ რუკებზე.


შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
4-6
7-8
9-10
მიზანთან შესაბამისობა
ვერ აღწერს და ვერ მსჯელობს თემასთან დაკავშირებით, ვერ ხსნის მსგავსება-განმასხვავებელ ნიშნებს
უმეტს შემთხვევაში ვერ მსჯელობს კარგად და ვერ აყალიბებს თემას. ნაწილობრივ არჩევს მსგავსება-განმასხვავებელ ნიშნებს
არგუმენტირებულად მსჯელობს და აყალიბებს თემას, სწორად ხსნის მსგავსება-განმასხვავებელ ნიშნებს
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებზე
იშვიათად მონაწილეობს
სრულად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ყოველთვის თანამშრომლობს, უზიარებს  ჯგუფის წევრებს გამოცდილებას
დროის ლიმიტი
ვერ იცავს დროის ლიმიტს
უმეტეს შემთხვევაში იცავს დროის ლიმიტს
სრულად იცავს დროის ლიმიტს

ხელმოწერა: ნონა ურუშაძე

თარიღი:

No comments:

Post a Comment